კუმანი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მესი ბარსელონაში დარჩეს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი ფორვარდ ლიონელ მესის შენარჩუნებას გეგმავს.
"ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ლეომ "ბარსელონაში" კიდევ მრავალი წელიწადი გაატაროს. თუმცა, ამ დროისთვის, საქმე არა მომდევნო სეზონს, არამედ "ვალიადოლიდთან" მატჩს ეხება. მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე პრეზიდენტი და მისი ხალხი მუშაობენ", - ციტირებს კუმანის სიტყვებს ESPN.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა მესის 2021 წლის ზაფხულში ეწურება. 33 წლის არგენტინელით "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულები.
28 ტურის შემდეგ, "ბარსა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 62 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება.