"ჩემი ძაღლი და ჩემი ბო*ი", - იკარდის პოსტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
სოციალურ ქსელში "პსჟ"-ს ფორვარდ მაურო იკარდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მწვავე რეაქცია მოჰყვა.
არგენტინელმა Instagram-ზე თავის შინაურ ცხოველთან და მეუღლე ვანდა ნარასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, წარწერით: "ჩემი ძაღლი და ჩემი ბო*ი". ფორვარდის ცოლის კომენტარმაც არ დააყოვნა: "რა სასაცილოა".
Instagram-მმა ასეთი კონტენტი შეუსაბამოდ მიიჩნია და პოსტი წაშალა, რის შემდეგაც ვანდამ ქმარს მხარი დაუჭირა. "ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მაუროა, ძაღლი/ბო*ი არასოდეს იქნება შეურაცხყოფა, რადგან მას ძალიან უყვარს ცხოველები. ზოგი ადამიანი იმდენად სასაცილოა", - წერს "პსჟ"-ს ვარსკვლავის მეუღლე.
ამის შემდეგ, ვანდამ საკუთარ გვერდზე მაუროსთან და ძაღლთან ერთად გადაღებული ანალოგიური ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგი წარწერით: "შეიყვარე ის, ვინც ისე გიყურებს, როგორც მაურო თავის ძაღლს".
ასევე იხილეთ:
ფოტოები: ვანდა ნარამ სექსუალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა
"იკარდი ცოლთან დღეში 12-ჯერ კავდება სექსით", - ინტერის ყოფილი ფეხბურთელი