ავტორიზაცია

კრიშტიანუ, იბრა, მოდრიჩი — 35 წელს გადაცილებული ვარსკვლავებისგან შემდგარი სუპერგუნდი

კრიშტიანუ, იბრა, მოდრიჩი — 35 წელს გადაცილებული ვარსკვლავებისგან შემდგარი სუპერგუნდი
თარიღი 06 აპრ 2021, 00:04

ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში სიამოვნებას გვანიჭებდნენ და არაერთი მწვერვალი დაიპყრეს, თვალსა და ხელს შუა კარიერის დასკვნით ეტაპზე მოგვევლინნენ.

გთავაზობთ იმ ვარსკვლავებისგან შემდგარ საუკეთესო თერთმეტეულს, რომელთა ასაკიც 35 ან მეტია.

ასე და ამგვარად, სუპერგუნდში შევხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკა მოდრიჩი, მანუელ ნოიერი და სხვები არიან.

სრულად სიმბოლური თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

მანუელ ნოიერი ("ბაიერნი") - დანი ალვეში ("სან პაულუ"), ტიაგო სილვა ("ჩელსი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), ეშლი იანგი ("ინტერი") - ჯეიმს მილნერი ("ლივერპული"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), დავიდ სილვა ("სოსიედადი") - ფრანკ რიბერი ("ფიორენტინა"), კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი").

Old but gold! ეს გუნდი ალბათ ჩემპიონთა ლიგას უპრობლემოდ მოიგებდა...

ასევე იხილეთ:

სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ცნობილია - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ლიდერი მილანია!

"ჩემი ძაღლი და ჩემი ბო*ი", - იკარდის პოსტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

"ნეიმართან, რონალდუსთან და მესისთან ერთად მითამაშია", - დი მარიამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა