ავტორიზაცია

დაპირისპირება ქეცბაისა და ქვილითაიას შორის: ქართველი ფორვარდი მწვრთნელის ყვირილმა გააბრაზა

დაპირისპირება ქეცბაისა და ქვილითაიას შორის: ქართველი ფორვარდი მწვრთნელის ყვირილმა გააბრაზა
თარიღი 06 აპრ 2021, 00:27

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "აეკს" დაუპირისპირდა და 2:1 წააგო.

მატჩის მიმდინარეობისას, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქვილითაიას შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

კერძოდ, ქეცბაიამ ქვილითაიას არასწორი გადაცემის გამო პირველ ჯერზე შენიშვნა მისცა და სანაცვლოდ ბოდიშიც მიიღო.

მეორე ჯერზე კი ქეცბაიას ყვირილით ქვილითაია უკმაყოფილო დარჩა და ქეცბაიას ანიშნა, რომ ზღვარს გასცდა.

ამაზე კომენტარი კვიპროსელმა კომენტატორმა გააკეთა: "ძალიან რთულია, როცა მწვრთნელი გიყვირის და თამაშის საშუალებას არ გაძლევს. ამას დიდი მოთმინება სჭირდება"

 

VIDEO: თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა!