"დარწმუნებული ვარ, დასაჩუქრდება", - კარლოსმა ბარსელონას მატჩის არბიტრი გააკრიტიკა

„რეალის“ ექს-ფეხბურთელმა და ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, რობერტო კარლოსმა, „ბარსელონას“ მიერ „ვალიადოლიდთან“ მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.
მატჩის 79-ე წუთზე, მთავარმა რბიტრმა, სანტიაგო ჰაიმე ლატრემ, მოედნიდან თავდამსხმელი ოსკარ პლანო გააძევა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„ბლაუგრანამ“ გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა და მოახლოვებული კლასიკოს წინ, მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში.
„დარწმუნებული ვარ, ეს მსაჯი პრემიის სახით შემდეგ უქმეებზე რომელიმე მატჩით დასაჩუქრდება.“ - წერს კარლოსი „ტვიტერში“.
დიდი ალბათობით, ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა „რომელიმე“ მატჩში კლასიკო იგულისხმა, რომელიც 6 აპრილს, „ალფრედო დი სტეფანოზე“ გაიმართება.
"ბარსელონას 3 ქულის აღება ცუდი თამაშითაც შეუძლია", - კუმანი
VIDEO: ბარსელონას ბოლო წუთზე დემბელემ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა