ავტორიზაცია

უგოლო ფრე იმერულ დერბიში

უგოლო ფრე იმერულ დერბიში
თარიღი 06 აპრ 2021, 18:12

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს "სამტრედია" და "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.

პირველ ნახევარში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში "სამტრედია" გააქტიურდა. შეცვლაზე შემოსულმ ოთარ კობახიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

იმავე კობახიძემ ცოტახანში გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.