ავტორიზაცია

პორტუ სერჟიუ კონსეისაუს ახალ კონტრაქტს უმზადებს

პორტუ სერჟიუ კონსეისაუს ახალ კონტრაქტს უმზადებს
თარიღი 07 აპრ 2021, 11:39

"პორტუს" მთავარი მწვრთნელი, სერჟიუ კონსეისაუ შეიძლება პორტუგალიურ კლუბში დარჩეს, წერს ნიკოლო სკირა.

ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა 46 წლის სპეციალისტს, რომელსაც 2021 წლის ივნისში ეწურება კონტრაქტი, შეთავაზებას უმზადებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კონსეისაუმ შეიძლება "რომა" ჩაიბაროს.

25 მატჩში მოპოვებული 57 ქულით "პორტუ" პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "სპორტინგს" 8 ქულით ჩამორჩება.