ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა უოტფორდის მცველი შეისყიდა

ვესტ ჰემმა უოტფორდის მცველი შეისყიდა
თარიღი 07 აპრ 2021, 11:56

"ვესტ ჰემმა" "უოტფორდის" მცველის, კრეიგ დოუსონის კონტრაქტი შეისყიდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

მიმდინარე სეზონში 30 წლის უკანახაზელი "ჩაქუჩების" ღირსებას იჯარის წესით იცავდა.

ახალი ხელშეკრულება ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა და 2023 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

დოუსონმა 2020/21 წლების სეზონში "ვესტ ჰემის" მაისურით პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.