ავტორიზაცია

აიაქსთან მატჩში რომას ორი საკვანძო ფეხბურთელი არ ეყოლება

აიაქსთან მატჩში რომას ორი საკვანძო ფეხბურთელი არ ეყოლება
თარიღი 07 აპრ 2021, 12:11

"რომას" მცველი, კრის სმოლინგი და ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგაზე "აიაქსთან" გასამართ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში ვერ ითამაშებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

ჯერჯერობით, ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი ტრავმირებულია. მხითარიანის შემთხვევაში, არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ გუნდს ჰოლანდიაში გაყვეს, მაგრამ მისი თამაში მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

"აიაქსი" - "რომა" 8 აპრილს გაიმართება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.