ავტორიზაცია

საუთჰემპტონი უოლკოტს სრულფასოვან კონტრაქტს შესთავაზებს

საუთჰემპტონი უოლკოტს სრულფასოვან კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 07 აპრ 2021, 12:18

"საუთჰემპტონის" თავდამსხმელი, თეო უოლკოტი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩება, წერს The Telegraph.

როგორც აღინიშნება, მხარეები სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებით არიან დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში უოლკოტი "წმინდანების" ღირსებას იჯარის წესით იცავს. თუმცა, "ევერტონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას ზაფხულში ეწურება.

ასე და ამგვარად, 32 წლის ინგლისელი თავისუფალი აგენტი გახდება და "საუთჰემპტონს" უფასოდ შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში უოლკოტმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.