ავტორიზაცია

ზაფხულისთვის ვესტ ჰემის პრიორიტეტი ლინგარდის შენარჩუნებაა

ზაფხულისთვის ვესტ ჰემის პრიორიტეტი ლინგარდის შენარჩუნებაა
თარიღი 07 აპრ 2021, 12:31

"ვესტ ჰემს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ჯესი ლინგარდის კონტრაქტის შესყიდვა უნდა, რომელიც ლონდონურ კლუბში იჯარით თამაშობს.

"ჩაქუჩებისთვის" ეს დავალება პრიორიტეტულია, წერს Sky Sports.

ლინგარდი საშუალოდ ყოველ 88 წუთში გოლს იტანს ან ასისტს აკეთებს, რაც "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებს შორის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ამ მაჩვენებლით ლინგარდი ლეგენდარულ პაულო დი კანიოს ჯობნის. 1999/2000 წლების სეზონში ეს უკანასკნელი ყოველ 90 წუთში "ვესტ ჰემის" მაისურით "გოლი+პასი" სისტემით საშუალოდ ერთ ქულას აგროვებდა.