საბურთალომ დილა ბოლო წუთებზე დაამარცხა [VIDEO]
![საბურთალომ დილა ბოლო წუთებზე დაამარცხა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2tPl0e4iJQvnine4CH9t0nhjMtRe67Rr.jpg)
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს გორის "დილა" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.
41-ე წუთზე ანგარიში საბურთალოელებმა გახსნეს. თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა.
54-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
84-ე წუთზე "დილას" კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ერისთვმა გამოიყენა და თბილისელებმა 1:2 მოიგეს.