ავტორიზაცია

უდიდესი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ! ჩელსიმ პორტუს უშანსოდ მოუგო [VIDEO]

უდიდესი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ! ჩელსიმ პორტუს უშანსოდ მოუგო [VIDEO]
თარიღი 08 აპრ 2021, 00:50

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ჩელსიმ“ ნომინალური მასპინძელი „პორტუ“ 2:0 დაამარცხა.

კორონავირუსული შეზღუდვების გამო, ამ მეოთხედფინალური დაპირისპირების ორივე მატჩი სევილიაში გაიმართება. თუმცა, დღევანდელი ნომინალური მასპინძელი „პორტუ“ იყო, რომელიც უშანსოდ დამარცხდა.

32-ე წუთზე ანგარიში მეისონ მაუნტმა გახსნა, 85-ზე კი წერტილი ბენ ჩილველმა დასვა და „ჩელსიმ“ ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

საპასუხო თამაში 13 აპრილს, იმავე სტადიონზე შედგება.