ავტორიზაცია

ევროპა ლიგა: 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების წინ

ევროპა ლიგა: 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების წინ
თარიღი 08 აპრ 2021, 12:30

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპა ლიგაც ბრუნდება. მოდით, მოკლედ შევაფასოთ მეოთხედფინალური წყვილების თითოეული გუნდის ნახევარფინალში გასვლის შანსები.

გრანადა —  მანჩესტერ იუნაიტედი

ხუთშაბათი, 8 აპრილი, 23:00. ლოს-კარმენესი, გრანადა. არბიტრი - არტურ დიაში (პორტუგალია).

"გრანადა" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნამდვილ სასიამოვნო აღმოჩენად იქცა. მოკრძალებულმა ესპანურმა გუნდმა თავისი მსვლელობა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ბადიდან დაიწყო, ხოლო ფლეი ოფის წინა ეტაპებზე ტურნირიდან არა მხოლოდ "მოლდე", "ნაპოლიც" გამოთიშა. მიუხედავად ამისა, დიეგო მარტინესის სიმპატიური კოლექტივის ზღაპარი, დიდი ალბათობით, "ემიუსთან" დაპირისპირებით დასრულდება.

"ეშმაკუნები" პრაქტიკულად მთლიანი ტურნირის ფავორიტები არიან, 1/16 ფინალში ძალიან დამაჯერებლად გაიარეს "სოსიედადი", ბასკები ორი მატჩის ჯამში 4:0 გაანადგურეს, შემდეგ კი "მილანს" მოუგეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ორი მნიშვნელოვანი რამ - 1) ესპანურ გუნდებთან შეხვედრების ბოლო სტატისტიკა, 2) ევროთასებზე პირენეელთა ტრადიციული მოტივაცია.

ორივე ევროთასის ფლეი ოფში ბოლო სამი დაპირისპირება "ბარსელონასთან" და "სევილიასთან" მანიკუნიანელთა გავარდნით დასრულდა, 2016/17 წლების სეზონის ნახევარფინალში კი "ოლდ ტრაფორდზე" იონ გვიდეტის წარმოუდგენელმა აცილებამ დატოვა "სელტა" ფინალს მიღმა.

მიუხედავად ამისა, "ემიუს" ფეხბურთელების კლასი შესამჩნევად მაღალია და არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ მანიკუნიანელებს პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

გრანადა: რუი სილვა — ვალიეხო, დომინგუშ დუარტე, ხერმანი, დიასი — გონალონი — მაჩისი, ერერა, მონტორო, კენედი — სოლდადო

მანჩესტერ იუნაიტედი: ჰენდერსონი — ვან ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ — პოგბა, ფრედი — გრინვუდი, ბრუნო ფერნანდეში, ჯეიმსი — კავანი

ვერ ითამაშებენ: ლოსანო, მილია, სორო, სუარესი, ფულკიე — ბაილი, ჯონსი, მარსიალი

არსენალი — სლავია პრაღა

ხუთშაბათი, 8 აპრილი, 23:00. ლონდონი. არბიტრი — ანდრეს ეკბერგი (შვედეთი).

აი, ვისაც ნამდვილად სჭირდება ევროპა ლიგაზე გამარჯვება, ეს "არსენალია". "მეთოფეებმა" მიმდინარე კამპანიის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის მათემატიკური შანსებიც კი დაკარგეს, ამიტომაც რანგით მეორე ევროთასზე ტრიუმფს მათთვის განსაკუთრებული ფასი ექნება.

გუნდს მიკელ არტეტას ხელმძღვანელობის ქვეშ გარკვეული პროგრესი აქვს, მაგრამ სრულფასოვანი გარღვევისთვის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა საჭირო. "მეთოფეები" უკვე რამდენიმე სეზონია ევროპა ლიგის მთავარ ფავორიტთა შორის არიან, მაგრამ ყოველთვის ერთი ან რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ ჩემპიონობამდე. მაგალითად, ბოლო წლებში "ჩელსის" წინააღმდეგ ფინალში ითამაშეს, ხოლო თუ "სლავიას" დაამარცხებენ, უკანასკნელ ოთხ წელიწადში მესამედ გავლენ ნახევარფინალში.

ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან - 2007 წელს, როცა "არსენალმა" შინაურ კედლებში ჩეხური კოლექტივი 7:0 გაანადგურა, გასვლითი მატჩი კი 0:0 დასრულდა. თუმცა, ეს ძალიან შორეული წარსულია, ახლა კი ინდრჟიხ ტრპიშოვსკის შეგირდებს უფრო სახელგანთქმულ მეტოქესთან თავის გამოჩენა ძალუძთ, ასე რომ "მეთოფეებს" ორივე დაპირისპირებაში მაქსიმალური თავდადებით ასპარეზობა მოუწევთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

არსენალი: ლენო — ბელერინი, გაბრიელი, სედრიკი — პარტეი, ჯაკა — საკა, ედეგორი, ვილიანი — ობამეიანგი

სლავია: ვაგნერი —  ბახი, ბორჟილი, ზიმა, მასოპუსტი — ჰოლეში — ოლაინკა, სტანჩუ, პროვოდი, სიმა — კუხტა

ვერ ითამაშებენ: დავიდ ლუიზი, ტირნი — ბერანი, ვან ბიურენი, გოვორკა, დელი, კაჩარაბა, კუდელა, ტრაორე, იუსუფი.

აიაქსი — რომა

ხუთშაბათი, 8 აპრილი, 23:00. არბიტრი — სერგეი კარასევი (რუსეთი).

კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ევროპა ლიგის მოგება ძალიან უნდა, პაულო ფონსეკაა. ამ ტურნირზე გამარჯვება "სტადიო ოლიმპიკოზე" პორტუგალიელი სპეციალისტის კარიერას გადაარჩენს, აგრეთვე რომაელებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მისცემს.

"აიაქსმა" კი შესაძლოა რანგით მეორე ევროთასის ფინალში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეორედ ითამაშოს. ამსტერდამელთა სასარგებლოდ საინტერესო ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ევროპა ლიგაზე ზედიზედ ათი საშინაო მატჩი მოიგეს, ხოლო თუ დღეს "რომას" დაამარცხებენ, რეკორდის ტურნირს გაიმეორებენ.

ამ დაპირისპირებაში ძნელია ფავორიტის გამოყოფა. რომაელები ამ კამპანიაში წარმატებით გაუმკლავდნენ თანაბარი დონის გუნდებს და აუტსაიდერებს, მაგრამ ზაფხულში წასული ზიეჩისა და ვან დე ბეკის დაკარგვის შემდეგ შესუსტდნენ, აგრეთვე გამოსარჩევია ონანას დისკვალიფიკაციაც, "აიაქსმა" შესაძლოა იტალიური კლუბის წინაშე შლაგბაუმი დაუშვას.

ფონსეკას კოლექტივს შეიძლება ოპტიმიზმი იმ ფაქტმა შესძინოს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსმა" "ატალანტასთან" შეხვედრებში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

სავარაუდო შემადგენლობები:

აიაქსი: შერპენი — ტიმბერი, ალვარესი, მარტინესი, ტალიაფიკო — რენში, გრავენბერხი — კლაასენი — ნერეში, ტადიჩი, ენტონი

რომა: პაუ ლოპესი — მანჩინი, კრისტანტე, იბანიესი — ბრუნო პერესი, ვერეტუ, ვილიარი, სპინაცოლა— პედრო, ჯეკო, პელეგრინი

ვერ ითამაშებენ: ბლინდი, ონანა, სტეკელენბურგი — ძანიოლო, კარსდორპი, კუმბულა, მხითარიანი, სმოლინგი, ელ-შაარავი.

დინამო ზაგრები - ვილიარეალი

ხუთშაბათი, 8 აპრილი, 23:00. არბიტრი — დანიელ ზიბერტი (გერმანია).

გაბედულმა ზაგრების "დინამომ" 1/8 ფინალურ სტადიაზე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა, საკუთარ მინდორზე "ტოტენჰემი" 3:0 გაანადგურა, სტუმრად 0:2 წაგების შემდეგ. ჰეთ-თრიქი გაიფორმა მისლავ ორშიჩმა.

შეიძლება, დიდი როლი იმან ითამაშა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეტოქე საკმარისად არ დააფასა, მაგრამ "ვილიარეალის" შემთხვევაში საეჭვოა ეს გამეორდეს. ესპანელები ხორვატებთან დაპირისპირებას განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდებიან.

ევროპა ლიგაზე უნაი ემერის გუნდების წარმატებულ ასპარეზობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა, ზაგრების ბარიერის წარმატებით გავლის შემთხვევაში, "ვილიარეალს" შანსი ექნება ევროთასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

დინამო ზაგრები: ლივაკოვიჩი — რისტოვსკი, ლაურიტსენი, ტეოფილ-კატრინი, გვარდიოლი — იაკიჩი, ადემი — ივანუშეცი, მაიერი, ორშიჩი — პეტკოვიჩი

ვილიარეალი: ასენხო — ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა — ჩუკვეზე, კაპუ, პარეხო, ტრიგეროსი — მორენო, ალკასერი

ვერ ითამაშებენ: იბორა, ესტუპინიანი (ორივე - ვილიარეალი).