"მფრინავი თეფში მინახავს", - გარეტ ბეილს უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა?
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, რომლის კონტრაქტიც "რეალს" ეკუთვნის, იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს უცხოპლანეტელების არსებობის თეორიაზე.
"ბევრი თეორია არსებობს და არსებობს ჩანაწერიც, რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა. ეს სინამდვილეა. 100%-იანი".
"ვიცი, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, ზოგიერთი თეორია ამა თუ იმ მთავრობის ხრიკია. მაგრამ თავად მინახავს მფრინავი თეფში", - ციტირებს ბეილის სიტყვებს Daily Star.
2020/21 წლების სეზონს 31 წლის უელსელი იჯარით "ტოტენჰემში" ატარებს. პრემიერ ლიგაში ბეილმა 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ:
"3-4 ძალიან ხმაურიან ტრანსფერს ველოდები", - ბეილის, გრილიშისა და კამავინგას აგენტი