ავტორიზაცია

ჩემპიონშიფში ტრიუმფალურად შეჭრილი ექს-დინამოელი - ჩისკო თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ჩემპიონშიფში ტრიუმფალურად შეჭრილი ექს-დინამოელი - ჩისკო თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
თარიღი 09 აპრ 2021, 12:21

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ჩემპიონშიფის გასული თვის, ანუ მარტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

"ირმებმა" ესპანელის დამრიგებლობით მარტში ჩაატარეს ხუთი შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ხუთივე მატჩი სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდა.

ამის გარდა, არანაკლედ შთამბეჭდავია ჰერტფორდშირელთა ბურთების შეფარდებაც - 12:2. როგორც ვხედავთ, "ყვითლების" თავკაცი ინგლისში გაშინაურდა.

ჩემპიონშიფში ჩატარებული 40 თამაშის შემდეგ, პირენეელი მწვრთნელის გუნდი 79 ქულით არის მეორე ადგილზე და ლიდერ "ნორვიჩს" 8 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე დარჩენის შემთხვევაშიც კი, "ვიკარიჯ როუდის" ბინადრები პრემიერ ლიგაში აღზევებას მაინც შეძლებენ.

ასევე იხილეთ:

ჩისკო შეუჩერებელია - ზედიზედ მე-5 გამარჯვება და ახლოს პრემიერ ლიგასთან

ეშლი იანგი შეიძლება ინტერიდან ჩისკოს კლუბში გადავიდეს