ნეიმარის და მბაპეს ფასი საგრძნობლად დაეცა - ლიგა 1-ის გაიაფებულთა ტოპ-10
პორტალმა Transfermarkt-მა ლიგა 1-ში მოასპარეზე ფეხბურთელების საფასურის კორექტირება მოახდინა.
ყველაზე მეტად გაიაფდნენ „პსჟ-ს“ ვარსკვლავები, კილიან მბაპე და ნეიმარი - ფრანგს 20 მილიონი ევრო დააკლდა, ბრაზილიელს კი - 18.
კლებადობით მათ შემდეგ მათივე თანაგუნდელი, ანხელ დი მარია მოდის, რომელსაც 4 მილიონი ევრო დააკლდა.
ათეული ასე გამოიყურება:
1 . კილიან მბაპე (პსჟ) - დააკლდა 20 მლნ ევრო, ახლა ღირს 160
2. ნეიმარი (პსჟ) - დააკლდა 18 მლნ ევრო, ახლა ღირს 110
3. ანხელ დი მარია (პსჟ) - დააკლდა 4 მლნ ევრო, ახლა ღირს 24
4. ფლორიან ტოვენი (მარსელი) - დააკლდა 4 მლნ ევრო, ახლა ღირს 28
5. ფლორენტინო (მონაკო) - დააკლდა 4 მლნ ევრო, ახლა ღირს 10
6. რონჟიე (მარსელი) - დააკლდა 3 მლნ ევრო, ახლა ღირს 15
7. ენტონი ლოპეში (ლიონი) - დააკლდა 3 მლნ ევრო, ახლა ღირს 16
8. რენ-ადელაიდი (ნიცა) - დააკლდა 3 მლნ ევრო, ახლა ღირს 22
9. კიუზანსი (მარსელი) - დააკლდა 2 მლნ ევრო, ახლა ღირს 8
10. სესკ ფაბრეგასი (მონაკო) - დააკლდა 1.5 მლნ ევრო, ახლა ღირს 5