ავტორიზაცია

კლასიკომდე ერთი დღით ადრე, მატჩის მთავარი არბიტრი უჩვეულო მიზეზით შეიცვალა

კლასიკომდე ერთი დღით ადრე, მატჩის მთავარი არბიტრი უჩვეულო მიზეზით შეიცვალა
თარიღი 09 Apr 2021, 15:33

ლა ლიგის მე-30 ტურის მატჩში „რეალ მადრიდი“ საკუთარ კედლებში „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

თავდაპირველად, მატჩზე მთავარ არბიტრად ცნობილი მატეუ ლაოსი დაინიშნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ხშირად მუშაობს ხოლმე. თუმცა, მას კუნთის ტრავმა აღმოაჩნდა.

სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად კვირის მთავარ შეხვედრას ხესუს ხილ მანსანო იმსაჯებს, რომელმაც უკანასკნელად კლასიკოზე 2014 წელს იმსაჯა.

მაშინ, კარლო ანჩელოტის „რეალმა“ „ბარსელონას“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:1 მოუგო.

მატჩი „რეალი“ – „ბარსელონა“ 10 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.