ავტორიზაცია

"ასეთი რამ არ უნდა მოგვდიოდეს", - კლოპმა გამანადგურებელი მარცხი გაიხსენა

"ასეთი რამ არ უნდა მოგვდიოდეს", - კლოპმა გამანადგურებელი მარცხი გაიხსენა
თარიღი 09 აპრ 2021, 18:40

„ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ, იურგენ კლოპმა ამ გუნდის წინააღმდეგ პირველ წრეში განცდილი განადგურება გაიხსენა - 2:7.

„პირველ წრეში წაგების შემდეგ, ჩვენ მოვლენები უნდა გამოვასწოროთ. ასეთი მარცხი ჩვენს თავს არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, ყველაფრის გამოსწორებას მოვახერხებთ. „ასტონ ვილა“ - სერიოზული მეტოქეა, ისინი ძალიან კარგები არიან, საუცხოო ტრანსფერებიც განახორციელეს - უოტკინსი, ბარკლი. შედეგად, ევროთასებზეც აცხადებენ პრეტენზიას.

საშინაო მატჩის შედეგები ბოლო დროს არც თუ ისე კარგია და ეს უნდა შევცვალოთ. არ ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი თამაშები „ვილასთან“ თამაშზე რამენაირად აისახება, ასე არ მგონია. 

„ვილასთან“ მატჩის გვერდით გადადება და „რეალისთვის“ მომზადება არ შეიძლება. გვიწევს თავი ჩავღუნო და ვიმუშავოთ. „მადრიდთან“ მატჩში ბევრი პრობლემა გვქონდა, რომელიც უნდა მოვაგვაროთ.“ - აღნიშნა კლოპმა.