ავტორიზაცია

მოულოდნელი მსურველი - ბიელსა აგუეროს პირადად ესაუბრა

მოულოდნელი მსურველი - ბიელსა აგუეროს პირადად ესაუბრა
თარიღი 09 აპრ 2021, 19:02

ინგლისური პრესის ინფორმაციით, სერხიო აგუერომ შესაძლოა პრემიერ ლიგა არც დატოვოს.

შესახსენებთ, რომ არგენტინელმა „სიტისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გუნდიდან წასვლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ირკვევა, აგუეროს გადაბირების სურვილი „ლიდსს“ და პირადად მის მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას აქვს. 

არგენტინელი სპეციალისტი თავის თანამემამულეს უკვე ესაუბრა და მხარეებმა პოტენციური ტრანსფერი განიხილეს. თუმცა, პრობლემას აგუეროს ფინანსური მოთხოვნები წარმოადგენს.