ავტორიზაცია

ზაჰა ზაფხულში შესაძლოა არსენალში გადავიდეს

ზაჰა ზაფხულში შესაძლოა არსენალში გადავიდეს
თარიღი 09 აპრ 2021, 21:23

"კრისტალ პალასის" თავდამსხმელმა, უილფრიდ ზაჰამ კარიერა შეიძლება "არსენალში" გააგრძელოს, წერს 90min.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" 28 წლის კოტდ'ივუარელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დამატების შესაძლებლობას განიხილავენ, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.

2020/21 წლების სეზონში ზაჰამ "კრისტალ პალასის" რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არწივების" ლიდერის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.