ავტორიზაცია

"მასთან მუშაობა ძალიან მომწონს", - ბრაიტონი უელბეკის შენარჩუნებას გეგმავს

"მასთან მუშაობა ძალიან მომწონს", - ბრაიტონი უელბეკის შენარჩუნებას გეგმავს
თარიღი 09 აპრ 2021, 22:24

"ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ დენი უელბეკის შენარჩუნებას გეგმავს.

"დენი ჩვენს რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობს. კლუბში ყველას პატივს სცემს. ჩანს, თუ როგორი კმაყოფილია, როცა გოლს იტანს".

"სეზონის ბოლოს აუცილებლად დაველაპარაკებით და ვეცდებით, სწორი გადაწყვეტილება ვიპოვოთ. დენისთან მუშაობა ძალიან მომწონს", - ციტირებს პოტერის სიტყვებს Sky Sports.

უელბეკი "ბრაიტონში" 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა და კლუბთან 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

30 წლის ინგლისელის აქტივში 2020/21 წლების სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში გატანილი 4 გოლი და გაკეთებული 2 შედეგიანი გადაცემაა.