ავტორიზაცია

"შოკირებული ვარ, ამას არ ვიმსახურებ", - გვარდიოლა ბიელსას განცხადებას გამოეხმაურა

"შოკირებული ვარ, ამას არ ვიმსახურებ", - გვარდიოლა ბიელსას განცხადებას გამოეხმაურა
თარიღი 09 აპრ 2021, 23:39

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლიდსის" თავკაც მარსელო ბიელსას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ ესპანელს ჯადოქარი უწოდა.

"შოკირებული ვარ, თავს ცოტა უჩვეულოდ ვგრძნობ. ყველაზე გულწრფელი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, როცა რაღაცას ამბობს, ამისი სჯერა. ის არაფერს ამბობს და არაფერს აკეთებს მედიისთვის თავისი რეპუტაციის გამო".

"აი, რატომ ვარ შოკირებული. ყველა იცის, როგორი აღტაცებითა და პატივისცემით ვეპყრობი. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში დამეხმარა. ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

"ყოველთვის ვგრძნობ, რომ ამას არ ვიმსახურებ, რადგან თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც თამაშის საიდუმლოებების მოძებნა ან პოვნა შეუძლია, ეს სწორედ ის არის - სამუშაო ეთიკისა და ფეხბურთის ცოდნის წყალობით", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.

ასევე იხილეთ:

გვარდიოლა: "გადაიხდის თუ არა სიტი ჰოლანდის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს?"