ავტორიზაცია

ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც მანჩესტერი ვესტ ჰემისგან ლინგარდის სანაცვლოდ ითხოვს

ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც მანჩესტერი ვესტ ჰემისგან ლინგარდის სანაცვლოდ ითხოვს
თარიღი 09 აპრ 2021, 23:47

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეელევა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემში" განათხოვრებულ შემტევ ნახევარმცველს, ჯესი ლინგარდს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" თანახმანი არიან 28 წლის ინგლისელი, რომელიც "ჩაქუჩების" რიგებში იჯარით თამაშობს, 30 მილიონ ფუნტად გაუშვან.

როგორც აღინიშნება, ლონდონური კლუბი სერიოზულად განიხილავს ლინგარდის შესყიდვის შესაძლებლობას.

ლინგარდი "ვესტ ჰემში" იჯარით 2021 წლის იანვარში გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.