ავტორიზაცია

აგუეროს პრემიერ ლიგიდან მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

აგუეროს პრემიერ ლიგიდან მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 09 აპრ 2021, 23:49

"ლიდსი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ სერხიო აგუეროსთვის იბრძვის, წერს 90min.

გავრცელებული ცნობით, ზაფხულში კლუბი ფორვარდ როდრიგოს გაყიდვას გეგმავს და მისი შემცვლელის ძიებაშია.

როგორც აღინიშნება, "ლიდსი" აგუეროსთვის აპირებს ბრძოლას, რომელიც ივლისში "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

2020/21 წლების სეზონში 32 წლის არგენტინელმა "სიტის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

7 აპრილს გავრცელებული ცნობით, აგუეროთი "ჩელსი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.