ავტორიზაცია

გრილიში ტრავმის გამო კიდევ რამდენიმე კვირას იუქმებს

გრილიში ტრავმის გამო კიდევ რამდენიმე კვირას იუქმებს
თარიღი 09 აპრ 2021, 23:56

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, დინ სმიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველი, ჯეკ გრილიში ტრავმის გამო კიდევ რამდენიმე კვირას იუქმებს.

"ჯეკთან ერთად, იმედი გვქონდა, რომ "ტოტენჰემთან" 21 მარტს გამართულ მატჩში დაბრუნდებოდა, მაგრამ ტრავმა გაურთულდა".

"გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. კარგი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ტრავმა გრძელვადიანი არ არის. ჯეკი სეზონის ბოლომდე დაბრუნდება", - ციტირებს სმიტის სიტყვებს Goal.

2020/21 წლების სეზონში გრილიშმა "ასტონ ვილას" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 25 წლის ინგლისელს 13 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.