ავტორიზაცია

სიგიჟე პრემიერ ლიგაში! მანჩესტერ სიტი 10-კაციან ლიდსთან სახლში დამარცხდა [VIDEO]

სიგიჟე პრემიერ ლიგაში! მანჩესტერ სიტი 10-კაციან ლიდსთან სახლში დამარცხდა [VIDEO]
თარიღი 10 აპრ 2021, 17:54

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სენსაციურად „ლიდსთან“ დამარცხდა.

42-ე წუთზე სტუმრები დალასის პასით დაწინაურდნენ, თუმცა მსაჯის მიერ პირველ კომპენსირებულ წუთზე მარსელო ბიელსას გუნდი კაცნაკლული დარჩა.

მიუხედავად რაოდენობრივი უპირატესობისა, „სიტიმ“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 76-ე წუთზე მოახერხა, როდესაც თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა. 

თითქოს, „სიტის“ გამარჯვების მოპოვებისთვისაც ჰქონდა საკმარისი დრო, თუმცა გოლი პირიქით, თავად მიიღო - 90+1 წუთზე დალასმა დუბლი მიითვალა და „ლიდსს“ სენსაციური გამარჯვება მოუტანა.

„სიტის“ 74 ქულა დარჩა და გუნდი უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს, თუმცა ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. „ლიდსი“ კი 45 ქულით 9-ა.