ავტორიზაცია

ვალენსიას ლა ლიგაში ბარსელონას ექს-მცველის დაბრუნება სურს

ვალენსიას ლა ლიგაში ბარსელონას ექს-მცველის დაბრუნება სურს
თარიღი 10 აპრ 2021, 19:09

„ვალენსიამ“ „ევერტონის“ მცველს, იერი მინას შეძენა მოინდომა.

Football Insider-ის ინფორმაციით, ფეხბურთელზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ „ინტერი“ და „ფიორენტინაც“.

Transfermarkt 26 წლის კოლუმბიელს 20 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მინამ 25 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

იერი მინას ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე უმაგრებს ზურგს - თავის დროზე ის კატალონიის „ბარსელონაში“ ასპარეზობდა.