ავტორიზაცია

ქამბექი ასტონ ვილასთან - ლივერპულმა ენფილდზე კომპენსირებულ დროში მოიგო [VIDEO]

ქამბექი ასტონ ვილასთან - ლივერპულმა ენფილდზე კომპენსირებულ დროში მოიგო [VIDEO]
თარიღი 10 აპრ 2021, 20:28

ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" შინაურ კედლებში "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 43-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - იურგენ კლოპის შეგირდების კარი ოლი უოტკინსმა აიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმი "ლივერპულმა" აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი 57-ე წუთზე გამოიღო - მოჰამედ სალაჰმა წონასწორობა აღადგინა.

მერსისაიდულ კლუბს სამი ქულა 91-ე წუთზე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მოუტანა და 2021 წელს, პრემიერ ლიგაში შინ პირველი გამარჯვება იზეიმა.

ვიდეომიმოხილვა