პულიშიჩის დუბლი - ჩელსიმ გასვლით შეხვედრაში კრისტალ პალასი გაანადგურა [VIDEO]
ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 1:4.
ანგარიში მე-8 წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი "არწივების" კარი კრისტიან პულიშიჩმა აიღო. 30-ე წუთზე, კურტ ზუმამ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
"კრისტალ პალასმა" ჩამორჩენა 63-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ შეამცირა, თუმცა საბოლოო შედეგი 78-ე წუთზე პულიშიჩმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
ამ გამარჯვების შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ჩელსი" 51 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "კრისტალ პალასი" კი 38 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა