ბრწყინვალე შესრულება - ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა [VIDEO]
კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
"ანორთოსისის" რიგებში 4-ვე ქართველი ფეხბურთელი - გიოგი ლორია, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.
მე-8 წუთზე ანგარიში სწორედ ოქრიაშვილმა ბრწყინვალე შესრულებით გახსნა.
კვიპროსის ჩემპიონატის ამ სეზონში ოქრის ანგარიშზე 9 გატანილი ბურთია.
VIDEO: თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა!