ავტორიზაცია

"კალაძესთან ერთად მივრბოდი და ის თავით თოვლში ჩავარდა", - დინამო კიევის ექს-ფეხბურთელი

"კალაძესთან ერთად მივრბოდი და ის თავით თოვლში ჩავარდა", - დინამო კიევის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 11 Apr 2021, 14:21

კიევის „დინამოს“ ექს-ფეხბურთელმა, ფლორინ ჩერნატმა, გუნდში სავარჯიშო პროცესი გაიხსენა.

„ერთ-ერთ ტესტად 300-მეტრიან დისტანციაზე 5 წრის დარტყმა. ეს მონაკვეთი 40-45 წამში უნდა დაგვეფარა. როცა კუპერის ტესტზე დავრბოდი, ვფიქრობდი, რომ ის მთელი ერთი წუთი გრძელდებოდა (ამ ტესტის ხანგრძლივობა მხოლოდ 12 წუთია).

კაპიტანს ვკითხე, შემდეგი რა იქნება, მან მითხრა „5-300“. ვთქვი, რომ ეს მარტივია და საქმეს ეხლავე შევუდგები.

ისე აღმოჩნდა, რომ კალაძესთან ერთად გავრბოდი. სირბილი მასაც უყვარდა, ისევე, როგორც მე. პირველი წრის შემდეგ მე ვლიდერობდი. მეორე წრეზე კი კახა უბრალოდ თავით თოვლში ჩავარდა, იმიტომ რომ ვეღარ უხევდა, მხოლოდ პირდაპირ გარბოდა.

მესამე წრეზე მე ზუსტად იმავე ადგილას დავეცი, სადაც იქამდე კახა. ექიმი მოვიდა, მე ზურგზე ვიწექი და ვერაფერს ვხედავდი, უბრალოდ დამტვრეული ვიყავი. ვთქვი, რომ აღარ შემეძლო.“ - აღნიშნა ჩერნატმა.

კალაძე „დინამო კიევში“ 1998-2001 წლებში თამაშობდა, საიდანაც „მილანში“ გადავიდა.