ჰოლანდის მოთხოვნები, რომელიც გუნდების უმრავლესობას მალევე დააფრთხობს
დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევის, ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას, ნორვეგიელთან დაკავშირებით უდიდესი გეგმები აქვს.
როგორც გამოცემა The Mirror იტყობინება, აგენტს სურს, რომ ჰოლანდი გახდეს მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი, რომლის შემოსავალიც კვირაში 1.1 მილიონი ევრო იქნება.
ასეთმა მოთხოვნებმა შესაძლოა ბევრი კლუბი დააფრთხოს და ჰოლანდისთვის ბრძოლაში მხოლოდ „სიტი", „რეალი" და „პსჟ" დარჩნენ.
1 აპრილს მინო რაიოლა და ჰოლანდის მამა ჯერ ბარსელონას ესტუმრნენ, შემდეგ კი რეალს და ორივე კლუბს საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი „დორტმუნდში" „ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში გადავიდა, მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, პორტალი Transfermarkt კი მას 110 მილიონ ევროდ აფასებს.