ავტორიზაცია

დინამო თბილისმა შინ სამტრედია დაამარცხა [VIDEO]

თარიღი 11 აპრ 2021, 16:12

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "დინამო თბილისი" შინ "სამტრედიას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი გაბედავამ მე-20 წუთზე გახსნა, რასაც ქარდავას გოლიც მოჰყვა.

კობახიძემ 26-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და დინამოელებმა მოიგეს.

8 ტურის შემდეგ, ნემსაძის გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილის ლიდერია, "სამტრედია" კი 4 ქულით ბოლო ადგილზეა.