ავტორიზაცია

სებალოსი თუ ოდეგორი? არსენალმა ერთ-ერთზე არჩევანი უკვე გააკეთა

სებალოსი თუ ოდეგორი? არსენალმა ერთ-ერთზე არჩევანი უკვე გააკეთა
თარიღი 11 აპრ 2021, 16:45

„არსენალი“ მადრიდის „რეალის“ ესპანელი ნახევარმცველის, დანი სებალოსის გამოსყიდვას არ აპირებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სებალოსი სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება.

თუმცა, „მეთოფეები“ მზად არიან, გაუფორმონ სრულფასოვანი კონტრაქტი „რეალის“ სხვა ნახევარმცველს, მარტინ ოდეგორს, რომლითაც ძალიან კმაყოფილები არიან მას შემდეგ, რაც ის გუნდს იჯარით გასულ ზამთარს შეუერთდა.

პრობლემას ამ ეტაპზე ის წარმოადგენს, რომ „რეალი“ მზადაა შეელიოს სებალოსს, მაგრამ არა ოდეგორს.