ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკა აქვს ლინგარდს ვესტ ჰემში გადასვლის შემდეგ?

როგორი სტატისტიკა აქვს ლინგარდს ვესტ ჰემში გადასვლის შემდეგ?
თარიღი 11 აპრ 2021, 18:37

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით „ვესტ ჰემში“ გადასვლის შემდეგ, ჯესი ლინგარდი საუცხოო ფეხბურთს აჩვენებს.

28 წლის ინგლისელმა დღეს „ლესტერის“ კარის აღება პირველივე ტაიმში ორჯერ მოახერხა.

ლინგარდს „ვესტ ჰემის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 9 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მან 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

უკვე დაწყებულია საუბრები იმაზე, რომ „ჩაქუჩები“ სეზონის ბოლოს მას გამოისყიდიან.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერის" რიგებში მან მთელ შარშანდელ სეზონში მხოლოდ 1 გოლი მიითვალა და ისიც, პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩის ბოლო წუთებზე.