იუვენტუსმა საკუთარ კედლებში ჯენოას დამაჯერებლად მოუგო, რონალდუმ ვერ გაიტანა [VIDEO]
![იუვენტუსმა საკუთარ კედლებში ჯენოას დამაჯერებლად მოუგო, რონალდუმ ვერ გაიტანა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/Rh60yYd5maexTXbLTWHbaheZO6XtG7zF.jpg)
იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „იუვენტუსიმა“ შინ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში „იუვემ“ მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და კომფორტული უპირატესობა გაიფორმა - მე-4 წუთზე ანგარიში კულუსევსკიმ გახსნა, 22-ზე კი სხვაობა ორამდე ალვარო მორატამ გაზარდა.
მეორე ნახევრის მე-4 წუთზე სკამაკამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ინტრიგა დააბრუნა, რომელიც ხელმეორედ 70-ე წუთზე უესტონ მაკკენიმ ისევ აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
„იუვენტუსმა“ 62 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ლიდერი „ინტერი“ უკვე 12 ქულით წინაა.