ავტორიზაცია

აიაქსი დისკვალიფიცირებულ გოლკიპერს კონტრაქტს უხანგრძლივებს

აიაქსი დისკვალიფიცირებულ გოლკიპერს კონტრაქტს უხანგრძლივებს
თარიღი 11 აპრ 2021, 20:26

"აიაქსმა" დოპინგის გამო დისკვალიფიცრებულ გოლკიპერს, ანდრე ონანას კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა.

მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

5 თებერვალს, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის დისციპლინურმა კომიტეტმა კამერუნელი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ონანას სისხლში, რომელიც 2020 წლის 30 ოქტომბერს აუღეს, აკრძალული ნივთიერება ფუროსემიდი აღმოაჩნდა.

"აიაქსის" რიგებში ონანა ჰოლანდიის ჩემპიონი, ჰოლანდიის თასისა და სუპერთასის მფლობელია, გარდა ამისა ევროპა ლიგის ფინალისტია.