ავტორიზაცია

კრისტალ პალასმა ვან აანჰოლტს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

კრისტალ პალასმა ვან აანჰოლტს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 11 აპრ 2021, 20:29

"გალათასარაი" "კრისტალ პალასის" მცველ პატრიკ ვან აანჰოლტისთვის იბრძვის.

თურქული კლუბი 30 წლის ჰოლანდიელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, წერს Sky Sports.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "არწივების" უკანახაზელს სეზონის ბოლოს ეწურება.

ინგლისური კლუბი ვან აანჰოლტს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "კრისტალ პალასის" მცველმა 19 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი მიითვალა.