ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ტოტენჰემი ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა [VIDEO]

მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ტოტენჰემი ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა [VIDEO]
თარიღი 11 აპრ 2021, 21:38

ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა - 1:3.

პირველ ნახევარში ერთი გოლი გავიდა - მე-40 წუთზე, სონ ჰინ მინმა ანგარიში გახსნა და "დეზები" დააწინაურა.

57-ე წუთზე, ფრედმა წონასწორობა აღადგინა. "ემიუ" წინ 79-ე წუთზე ედინსონ კავანის ზუსტი დარტყმით გავიდა.

საბოლოო შედეგი მეისონ გრინვუდმა დააფიქსირა, რომელმაც უგო ლორისის კარი 96-ე წუთზე აიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, "ტოტენჰემი" კი 49 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა