ავტორიზაცია

ტოტენჰემი და არსენალი ფეიენოორდის ნახევარმცველისთვის იბრძვიან

ტოტენჰემი და არსენალი ფეიენოორდის ნახევარმცველისთვის იბრძვიან
თარიღი 11 აპრ 2021, 23:59

"ფეიენოორდის" ნახევარმცველმა, ორკუნ კეკჯიუმ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Mail.

გავრცელებული ცნობით, 20 წლის თურქისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის, რომელსაც კონკურენციას "არსენალი" უწევს.

მიმდინარე სეზონში კეკჯიუმ "ფეიენოორდის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, როტერდამელთა შუახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.