ავტორიზაცია

ლივერპული შალკედან კაბაკის კონტრაქტს შეისყიდის

ლივერპული შალკედან კაბაკის კონტრაქტს შეისყიდის
თარიღი 12 აპრ 2021, 00:01

"ლივერპული" "შალკეს" მცველის, ოზან კაბაკის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს, წერს 90min.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები 21 წლის თურქის ასპარეზობით კმაყოფილები არიან და სურთ სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმონ. 

როგორც აღინიშნება, კაბაკის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ახალგაზრდა უკანახაზელი "ლივერპულში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით გადავიდა და ამ დროის განმავლობაში მერსისაიდელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა.