ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონმა თვალი ვალენსიას თავდამსხმელს დაადგა

ვულვერჰემპტონმა თვალი ვალენსიას თავდამსხმელს დაადგა
თარიღი 12 აპრ 2021, 00:11

"ვალენსიას" თავდამსხმელმა, გონსალო გედეშმა "ვულვერჰემპტონის" ინტერესი მიიპყრო, წერს Football Insider.

გავრცელებული ცნობით, "მგლებმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა 24 წლის პორტუგალიელის თაობაზე შეთავაზება გააკეთონ.

როგორც აღინიშნება, არ არის გამორიცხული, ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერში თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე ჩართოს.

2020/21 წლების სეზონში გედეშმა "ვალენსიას" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.