ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ვულვერჰემპტონის ნახევარმცველს დაადგა

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ვულვერჰემპტონის ნახევარმცველს დაადგა
თარიღი 12 აპრ 2021, 11:52

"ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველმა, რუბენ ნევეშმა კარიერა შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, წერს 90min.

გავრცელებული ცნობით, "ემიუმ" პოტენციურ ტრანსფერთა სიას 24 წლის პორტუგალიელიც შემატა.

როგორც აღინიშნება, თავის მხრივ, "მგლები" მზად არიან თავიანთი ფეხბურთელი გაყიდონ.

მიმდინარე სეზონში ნევეშმა "ვულვერჰემპტონის" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.