ავტორიზაცია

ლინგარდისთვის ვესტ ჰემთან ერთად არსენალიც იბრძოლებს

ლინგარდისთვის ვესტ ჰემთან ერთად არსენალიც იბრძოლებს
თარიღი 12 აპრ 2021, 12:44

"არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ ნახევარმცველ ჯესი ლინგარდით ინტერესდება, წერს The Daily Star.

გავრცელებული ცნობით, "მეთოფეები" მზად არიან 28 წლის ინგლისელში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც აღინიშნება, "არსენალი" "ვესტ ჰემს" გაუწევს კონკურენციას, სადაც ფეხბურთელი იჯარით ირიცხება.

ლინგარდი "ჩაქუჩების" რიგებში 2021 წლის ზამთარში შეუერთდა იჯარით. ამ დროის განმავლობაში მან 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც მიითვალა.