აგენტს უკვე დაუკავშირდნენ - სალაჰს სერიოზული მსურველი ჰყავს
"პსჟ" "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის აგენტს დაუკავშირდა, წერს Telefoot.
გავრცელებულ იინფორმაციით, მარტში პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა ეგვიპტელის აგენტს თავიანთი ინტერესის შესახებ აცნობეს.
ამ სეზონში 28 წლის ვარსკვლავმა პრემიერ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
სალაჰს "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.