დინამო ბათუმმა სამგურალი მარტივად დაამარცხა და დინამო თბილისს დაეწია

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "დინამო ბათუმსა" და წყალტუბოს "სამგურალს" შორის.
ბათუმელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და გოლი მე-5 წუთზე გაიტანეს. გიორგი ფანცულაიამ ანგარიში ჯაბა ჯიღაურის ზუსტი გადაცემით გახსნა.
გატანილი გოლის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდი ბურთს ფლობდა და მოედნის ცენტრში დომინირებდა.
53-ე წუთზ ფანცულაიამ გოლს საგოლე გადაცემაც მიამატა, ნიქაბაძეს გაატანინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
ამ გამარჯვებით "დინამო ბათუმმა" 18 ქულა დააგროვა და ლიდერ "დინამო თბილისს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.