ავტორიზაცია

"ურთულეს შეკითხვაზე პასუხი 20 წუთში უნდა გამეცა", - ლიდსის შემტევი

"ურთულეს შეკითხვაზე პასუხი 20 წუთში უნდა გამეცა", - ლიდსის შემტევი
თარიღი 12 აპრ 2021, 17:28

„ლიდსის“ შემტევმა, რაფინიამ, ფრანგული „რენიდან“ ინგლისურ გუნდში გადასვლის დეტალები გაიხსენა.

„ხელმძღვანელობამ მითხრა: „ლიდსი გეპატიჟება, პასუხი შენ უნდა გასცე: წახვალ თუ დარჩები?“ თუ წასვლას გადავწყვეტდი, ჩემთვის კერძო რეისი იყო შეკვეთილი და ინგლისში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გავფრინდებოდი. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მარტივი გადაწყვეტილება იყო. ადვილი არ ყოფილა. პასუხის გასაცემად მხოლოდ 20 წუთი მქონდა. რთული უნდა იყოს, არა?

ერთის მხრივ, „რენს“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დავეხმარე. ამ ტურნირში მონაწილეობა ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა იქნებოდა. მეორეს მხრივ კი, „ლიდსის“ მსგავსი საუცხოო კლუბი მეპატიჟებოდა, რომელიც ფორმაში შევიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

საბოლოო გადაწყვეტილება ინგლისურ გუნდში თამაშის სურვილმა იქონია. წარმოდგენაც არ გაქვთ, რა სასიამოვნო იყო ამ კლუბის მაისურის მორგება.“ - აღნიშნა რაფინიამ.

ამ სეზონში ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის 26 მატჩში 6 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.