ავტორიზაცია

ფრენკ ლამპარდი მუშაობას ისევ პრემიერ ლიგაში დაუბრუნდება?!

ფრენკ ლამპარდი მუშაობას ისევ პრემიერ ლიგაში დაუბრუნდება?!
თარიღი 12 აპრ 2021, 18:59

„ჩელსიდან“ გაშვებიდან ორი თვის შემდეგ, ფრენკ ლამპარდი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას ისევ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაუბრუნდეს.

Football Insider-ის ინფორმაციით, ლემპსის დაპატიჟებით ისევ ლონდონური გუნდი, ამჟამად „კრისტალ პალასი“ ინტერესდება.

სეზონის ბოლოს, „პალასი“ შესაძლოა ვეტერან როი ჰოჯსონს გამოემშვიდობოს და სწორედ მისი შემცვლელის ძიებაში იმყოფება ამჟამად.

ლამპარდის გარდა, ლონდონური გუნდი „ბორნმუთის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, ედი ჰაუს ვარიანტსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი „ჩელსიდან“ იანვრის ბოლოს გაუშვეს, მის ნაცვლად კი გუნდში თომას ტუხელი დაინიშნა.

ლამპარდმა „ჩელსი“ 2019/20-სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანაც მოახერხა, თუმცა ახალი სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ, დიდი ინვესტიციების ფონზე, გუნდიდან დაითხოვეს.

"ფეხბურთმა ჩემი ცხოვრება შთანთქა", - ლამპარდის პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩელსიდან გათავისუფლების შემდეგ