ავტორიზაცია

"საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი კატასტროფად იქცა", - ფერგიუსონმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა

"საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი კატასტროფად იქცა", - ფერგიუსონმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა
თარიღი 12 აპრ 2021, 21:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა იმ ტრანსფერის შესახებ, რომელსაც კლუბში მისი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ჩაფლავებულ გარიგებად თვლის.

"ოუენ ჰარგრივზის ტრანსფერს უკვე ნაკლები სითბოთი ვიხსენებ. 2006 წელს, ფენომენალური ფეხბურთელი იყო. სწორედ ასეთი მოთამაშე გვჭირდებოდა, რათა როი კინის წასვლით გაჩენილი სიცარიელე შეგვევსო. წინადადების მომზადება დავიწყეთ. თუმცა, როცა მისი თამაში შევისწავლე, ეჭვები გამიჩნდა. მასში დარწმუნებული არ ვიყავი".

"დევიდ გილი "ბაიერნთან" ტრანსფერის შეთანხმებისას თავდაუზოგავად მუშაობდა. ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ოუენის აგენტს შევხვდი. სასიამოვნო ადამიანს, იურისტს. ვუთხარი, რომ ჰარგრივზს "იუნაიტედში" პროგრესის მიღწევა შეეძლო. საბოლოო ჯამში, ეს კატასტროფად იქცა".

"ოუენი თავდაჯერებულობას საერთოდ ვერ გრძნობდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების სურვილი არც კი ჰქონდა. ვხედავდი, რომ ვარჯიშებზე შედარებით მარტივ დატვირთვებს ირჩევდა. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებელი შენაძენი იყო", - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Pundit Arena.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ ოთხ სეზონში ჰარგრივზმა მხოლოდ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

ფერგიუსონი: "მანჩესტერში მუშაობის პერიოდში ჩემი ყველაზე დიდი სინანული ამ 4 ფეხბურთელის გაშვება იყო"